Mehr Bewegen Banner 3

მეტი შეგვიძლია!
ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება

მეთოდური სახელმძღვანელო

https://www.austausch.org/methoduri-saxelmdhghvanelo

M18

Младше 18 (Under 18): მეტი შეგვიძლია

M18/U18: არჩევნები ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის

პროექტი „M18: არჩევნები ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ უკრაინაში პირველად დაიწყო 2015 წელს, როგორც 18 წლამდე ასაკის Under18 (U18) ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო აღზრდისა და პოლიტიკური განათლების საერთაშორისო პროგრამის შემადგენელი ნაწილი.

Under 18 საერთაშორისო პროგრამის შესახებ

Under 18 (U18) – პროგრამა მიმართულია აქტიური მოქალაქობრივი პოზიციის ფორმირებისაკენ ბავშვებსა და ახალგაზრდებში, რომელთაც ჯერ არა აქვთ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. პროგრამა აძლევს მათ შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ რეალურ საარჩევნო პროცესში.

პროგრამის მიზანია: დაეხმაროს ახალგაზრდებს გაითავისონ დემოკრატიის მექანიზმები და კონკრეტული პოლიტიკური სიტუაცია და ყურადღებით შეაფასონ პოლიტიკოსთა დაპირებები, ასწავლის რა მათ დაინახონ განსხვავებები პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამებში;

შედეგად ბავშვები და ახალგაზრდები შეძლებენ წარმოაჩინონ და ფორმულირება გაუკეთონ საკუთარ ინტერესებს, დამოუკიდებლად მოიძიონ პასუხები პოლიტიკასთან დაკავშირებულ კითხვებზე და აქტიურად იქონიონ გავლენა შექმნილ გარემო ვითარებაზე.

U18 B პირველად ჩატარდა 1996 წელს ბერლინის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე. დღეისათვის ეს არის გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პოლიტიკური განათლების პროგრამა ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის , პროგრამა სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭს ევროკავშირის ქვეყნებშიც.

პროგრამა U18 ტარდება როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საპარლამენტო არჩევნების, ასევე ევროპულ არჩევენების დროს. ბავშვები და ახალგაზრდები მონაწილეობენ სპეციალურად ორგანიზებულ იმიტირებულ არჩევნებში. ხმის მიცემა ხდება მხოლოდ რამდენიმე შეცვლილი პირობით, მთელი საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს „ნამდვილ არჩევნებამდე“ 7-9 დღის განმავლობაში . პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18 წლამდე ყველა ეროვნების ბავშვებსა და ახალგაზრდებს. თუკი U18 არჩევნებში დასაწყისში მონაწილეობა მიიღო 40-მა ბავშვმა, 2013 წელს „საარჩევნო უბნებში“ მოვიდა 198 365 ნორჩი ამომრჩეველი!!! ტარდება საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისა და შედეგების ანალიზი და ხდება მათი გამოქვეყნება.

დეტალურად U18 -ის შესახებ იხილეთ საიტზე www.u18.org   http://u18georgia.blogspot.com.

Go to top