რას ნიშნავს „U18“ და რა არის პროექტის მიზანი?
„U18” – ეს არის 18 წლამდე ასაკის ბავშვები და ახალგაზრდები.
პროექტის მიზანი: დაეხმაროს ბავშვებსა და ახალგაზრდებს, რომელთაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი და არა აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, გაიგონ დემოკრატიის მექანიზმის - არჩევნების- საფუძველი , იმიტირებული არჩევნებისა და ხმის მიცემის პროცესის საშუალებით, შეასწავლოს მათ პარტიული და წინასაარჩევნო პროგრამების განსხვავებები, ყურადღებით შეაფასონ პოლიტიკოსების დაპირებები და პრაქტიკაში დაინახონ საარჩევნო უბნების მუშაობა.
როგორ მივიღოთ მონაწილეობა პროექტში „U18“
საბავშვო და ახალგაზრდული არჩევნები შეიძლება მოეწყოს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, სადაც არიან აქტიური და არაგულგრილი მოქალაქეები. ამ საიტზე ფორმის შევსების ან პროექტის კოორდინატორთან დაკავშირების შემდეგ, პროექტში თავისუფლად შეუძლიათ მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას ან პიროვნებას. სწორედ ასე იქმნება „U18“ პროექტის ეროვნული ქსელი.
ვის აქვს „U18“ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება?
ბავშვებსა და ახალგაზრდებს, რომელთაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი.არჩევნებში მონაწილეობისათვის არ დგინდება მინიმიმალური ასაკის ზღვარი.
ხმის მისაცემად მათ უნდა მოინახულონ ვებ-საიტი და აირჩიონ საარჩევნო პუნქტი თავიანთ სკოლაში (თუკი ასეთი არსებობს.)
არის ქვედა ასაკობრივი ზღვარი ამ პროექტში ხმის მისაცემად?
კი და არა. „U18“ წარმოადგენს სამოქალაქო განათლების პროექტს. ჩვენ გვსურს ახალგაზრდა ადამიანების გაერთიანება და მათი დაახლოება პოლიტიკასთან და არჩევნებთან. ამავდროულად, ჩვენ გვსურს საზოგადოების ინფორმირება იმისი შესახებ, რომ ბავშვებსა და ახალგაზრდებს აქვთ ხმის მიცემის უფლება და მათი ხმა უნდა იყოს მოსმენილი. გვსურს დავამტკიცოთ, რომ ახალგაზრდებს ძალუძთ ამ ხმის გამართულად ფორმულირება, თუკი ისინი იღებენ საკმაო ცოდნას სამოქალაქო განათლებაში. თუმცა, ჩვენ არ განვიხილავთ განსაზღვრულ ასაკს, როცა ბავშვებს შეუძლიათ ხმის მიცემა. ამ პროექტით ჩვენ გვსურს მთელ ქვეყანაში გამოცდილების შეგროვება და ამ თემის განხილვა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან.
ვინ არიან „U18“-ის ორგანიზატორები?
„U18“ საქართველოში ინიცირებულია ორგანიზაციის „სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია“ მიერ და ხორციელდება U18 ქსელში. ქსელში გაერთიანებულია რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც მხარს უჭერებ „U18“ იდეებს. ყველა რეგიონში ან დასახლებულ პუნქტში შესაძლოა იყვნენ ადგილობრივი ორგანიზატორები, რომლებიც უერთდებიან „U18“-ის ეროვნულ ქსელს.
როგორ ფინანსდება „U18“?
„U18“ -ის მხარდაჭერა ხდება პროექტის მონაწილე ორგანიზაციების მიერ , სამოქალაქო საზოგადოების მოხალისეობრივი აქტივობებით. „U18“-ს არ აქვს სახელმწიფო და პოლიტიკური დაფინანსება. სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს გახდნენ „საარჩევნო უბნები“ , ახდენენ საკუთარი რესურსების მობილიზებას „U18“ -ის რეალიზაციისათვის.
სად შეიძლება განთავსდეს საარჩევნო უბანი?
ყველგან, სადაც არის ახალგაზრდობა: სკოლებში, ახალგაზრდული კლუბებში, ბავშვებისა და ახალგაზრდობის გასართობი ცენტრებში, ბიბლიოთეკებში ან ქუჩებსა და მოედნებზე მობილური საარჩევნი უბნის სახით. „U18“ პროექტის მკაცრი პარტიული და პოლიტიკური ნაიტრალიტეტის გამო, პარტიებსა და მათ ორგანიზაციებს არ შეუძლიათ მათ ცენტრებში გახსნან საარჩევნო უბნები.
რა უნდა გავაკეთოთ, რომ გავხსნათ საარჩევნო უბანი?
დასაწყისისათვის საჭიროა ეროვნულ კოორდინატორთან განცხადების წარდგენით დაარეგისტრიროთ თქვენი საარჩევნო უბანი. არჩევნების ჩასატარებლად საჭირო სხვადასხვა დოკუმენტების ჩამოტვირთვა, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება ჩვენს საიტზე. არჩევენების დღეს საინფორმაციო მასალები თვალსაჩინოებისათვის გამოფენილი უნდა იყოს საარჩევნო უბანზე. ამის გარდა, საჭირო იქნება ურნები, ხმის მისაცემი კაბინები და ბიულეტინები. ამის შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ.
რა დაუჯდება ჩვენს ორგანიზაციას „U18“-ის რეალიზება?
თითქმის არაფერი. გააკეთეთ ხმის მისაცემი ბიულეტინის ბევრი ასლი, ისინი ინტერნეტში ჩამოტვირტვისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ასევე უნდა გააკეთოთ საარჩევნო ყუთები და კითხვარები ეგზიტ-პოლისათვის. სასურველია, მაგრამ არა - აუცილებელი დისკუსიებისა და შეხვედრების ორგანიზება პოლიტიკოსებთან, პოლიტოლოგებთან, არჩევნების სამოქალაქო აქტივისტებთან. ჩვენ ვიცით რომ დამატებითმა კამპანიებმა შეიძლება წარმოშვან დამატებითი ხარჯები. თუმცა ბევრის რამის გაკეთებაა შესაძლებელი მინიმალური რესურსებითაც კი.
როგორ შეიძლება შევიტყო, არის თუ არა საარჩევნო უბანი ჩემს რაიონში?
არჩევენების წინა პერიოდში ამ საიტზე და საარჩევნო უბნების ვებ-გვერდებზე გამოქვეყნდება იმ დარეგისტრირებული საარჩევნო უბნების სია, სადაც ახალგაზრდა ამომრჩევლებს ექნებათ ხმის მიცემის შესაძლებლობა.
რა დოკუმენტებს იღებს საარჩევნო უბანი „U18“ ქსელისაგან?
კოორდინატორები ამზადებენ და საიტზე აქვეყნებენ საარჩევნო დოკუმენტაციის სრულ პაკეტს:
- ახალგაზრდებისათვის პარტიული პროგრამების ძირითადი დებულებების მიმოხილვა - (სინოპსისი);
- ბროშურა „არჩევნების შესახებ“;
- არჩევნების წესები;
- დოკუმენტები არჩევნების შედეგების შეფასებისათვის;
- საარჩევნო ბიულეტინების ნიმუშები;
„U18“ ბარათები და პოსტერები შეიძლება მიიღოთ თქვენი რეგიონის საკოორდინაციო ცენტრში. ასევე შესაძლებელია მიიღოთ შაბლონები დამოუკიდებელი ბეჭდვისათვის ან ასლის გადასაღებად.
სად შეიძლება ხმის მისაცემად ბიულეტინის მიღება?
კოორდინატორების მიერ შეიქმნება და საიტზე განთავსდება საარჩევნო ბიულეტინების შაბლონები. ყველა საარჩევნო უბანში ბიულეტინებზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კანდიდატები. თქვენ შეგეძლებათ კანდიდატის სახელის/ორიგინალური ბიულეტინის ნახვა რეგიონული საარჩევნო კომისიის ან ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე.
სად შეგვიძლია მივიღოთ ხმის მისაცემი ურნები და კაბინები?
„U18“ პროექტის მიერ არ ხდება საარჩევნო უბნების მომარაგება ხმის მისაცემი კაბინებითა და ურნებით. საჭიროა გამოვიყენოთ ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალი ურნებისა და კაბინების დასამზადებლად. „U18“ არჩევენების დასრულების შემდეგ შესაძლებელია მოვაწყოთ კონკურსი ყველაზე ლამაზი საარჩევნო ურნის გამოსავლენად. ასევე შესაძლებელია მიმართოთ საარჩევნო კომისიას და „ისესხოთ“ ურნები U18 არჩევნების დღისათვის.
როგორ მოვემზადოთ არჩევნებისათვის?
საარჩევნო უბანზე უნდა იყოს:
- U18 არჩევნების ჩასატარებაზე პასუხისმგებელი საკონტაქტო პირი, შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტებით (მისი დანიშვნის ბრძანება, წერილი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოდან, შესაბამისი ორგანოს ბრძანებულება და ა.შ);
- საარჩევნო კაბინა და ურნა , მათ შორის (თუ შესაძლებელია) - ბავშვებისა და ახალგაზრდების მიერ შექმნილი;
- უნდა მოხდეს ფლაერების გავრცელება, პლაკატების ჩამოკიდება, საარჩევნო აგიტაცია;
- უნდა შეიქმნას საარჩევნო ბიულეტენები საკმარისი რაოდენობით;
- უნდა მოხდეს ხმების სწორი დათვლა.
საარჩევნო უბანს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
- შეუძლია ორგანიზება გაუკეთოს პროექტებს პოლიტიკური აღზრდის შესახებ (ჩვენს საიტზე ავტვირთავთ სხვადასხვა იდეებს);
- შეუძლია ორგანიზება გაუკეთოს დისკუსიებს ადგილობრივ პოლიტიკოსებთან არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ;
- შეუძლია მოიწვიოს ბავშვები და ახალგაზრდები U18 არჩევნების მომზადებისა და ჩატარების დროს.
შეუძლიათ ახალგაზრდებს მონაწილეობა მიიღონ U18 მომზადებასა და რეალიზაციაში? როგორ?
რა თქმა უნდა, ჩენ ვისურვებდით, რომ სწორედ ბავშვემა და ახალგაზრდებმა მიიღონ მონაწილეობა! მათი ჩართულობა დამოკიდებულია პირად შესაძლებლობებზე. საარჩევნო უბნების პედაგოგებმა ეს საკითხი ინდივიდუალურად უნდა განიხილონ ბავშვებთან და ახალგაზრდებთან.
არჩევნები გრძელდება ერთი თუ რამდენიმე დღე?
არჩევნები შეიძლება გაგრძელდეს ერთი ან რამდენიმე დღე. ეს დამოკიდებულია რესურსებზე და საარჩევნი უბნების მუშაობაზე. როგორც წესი, „U18“ არჩევნები ტარდება გამოსასვლელ დღეს, რეალურ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე. მაგალითად , 10:00 უბნების მუშაობის დაწყება. 14:00 - საარჩევნო უბანი იხურება და იწყება ხმების დათვლა.
შესაძლებელია თუ არა დაუსწრებლად ხმის მიცემა?
დიახ, თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ საარჩევნო ბიულეტინი არჩევნების დღეს, შემდეგ კი გადასცეთ ის კონვერტში დალუქული სახით, ან გააგზავნოთ ფოსტით. ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში, შევსებული საარჩევნო ბიულეტინი უნდა ჩადოთ სუფთა კონვერტში, თავად კონვერტი ასევე უნდა ჩადოთ მეორე კონვერტში, რომელიც გაეგზავნება საკოორდინაციო ცენტრს.
საჭიროა თუ არა ამომრჩეველთა სიის შექმნა? თუ არა, როგორ ვუზრუნველყოთ, რომ არავინ შეძლოს ორჯერ ხმის მიცემა?
U18 არჩევნები არ არის წარმომადგენლობით და ტარდება უფრო მარტივად, ვიდრე ჩვეულებრივი არჩევნები. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ ბავშვებმა და ახალგაზრდებმა ხმა უნდა მისცენ ნებაყოფილობით, და არა იმ მიზეზით, რომ ისინი იძულებულნი არიან ეს გააკეთონ კლასთან ერთად. რა თქმა უნდა, ამომრჩეველთა სიის გარეშე შეუძლებელია ორჯერ ხმის მიცემის გამორიცხვა. U18 არჩევნებამდე წარმოებული პოლიტიკური განათლების დროს, უნდა ავუხსნათ ბავშვებსა და ახალგაზრდებს, რომ ყველას გააჩნია მხოლოდ ერთი ხმა. U18 არჩევნები ეს უფრო პოლიტიკური განათლებაა, ვიდრე მისი ერთ-ერთი გამოვლინება.
ხმის დათვლისა და შედეგების შეფასების კრიტერიუმები
U18 არჩევნების ხმების დათვლა უნდა მოხდეს საჯაროდ და ბავშვებისა და ახალგაზრდების თანდასწრებით. ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, საარჩევნი უბანს შეუძლია დამოუკიდებლად დათვალოს ხმები მის ტერიტორიაზე და სპეციალური ვებ-ფორმის გამოყენებით, რომელიც გააქტიურდება მხოლოდ უშუალოდ არჩევნების დაწყების წინ, შეიტანოს ეს მონაცემები საერთო ბაზაში, რომელსაც შექმნიან პროექტის ორგანიზატორები.
საბოლოო შედეგები უნდა იყოს მზად 18:00. ხმის მიცემის შედეგები გამოცხადდება ცალკეულ საარჩევნი უბნებზე და პროექტის საერთო საიტზე.