2017 წლის ოქტომბერში იმიტირებული ახალგაზრდული არჩევნები U18 ფორმატით საქართველოს 10 რეგიონში ჩატარდა. ახალგაზრდული არჩევნები საქართველოში პირველად 2016 წლის ოქტომბერში მოეწყო საქართველოს 6 რეგიონში: თბილისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარაში. 2017 წელს ახალგაზრდულ არჩევნებს შემოუერთდა აჭარის, კახეთის, მცხეთა-თიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიც.

თითოეულ რეგიონში რეგიონული კოორდინატორები მუშაობდნენ ადგილობრივ სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან. საქართველოს სამოცდათხუთმეტმა საჯარო და კერძო სკოლამ ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ჩაატარა იმიტირებული ახალგაზრდული ადგილობრივი არჩევნები. არჩევნებამდე სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა მოსწავლეებს გააცნეს ანონიმური საარჩევნო სუბიექტების პროგრამები (რეალური საარჩევნო სუბიექტების ადაპტირებული პროგრამები). პროგრამების განხილვისას საარჩევნო სუბიექტების ანონიმური წარდგენის გამო (პირობითი სახელებით „საარჩევნო სუბიექტი A, B, C და ა.შ.) ახალგაზრდები მეტ კონცეტრაციას აკეთებდნენ თავად სუბიექტების პროგრამებზე და სამოქმედო გეგმაზე, ახალგაზრდების მიერ არჩევანის გაკეთებისას მათზე გავლენას ვერ ახდენდა სუბიექტების სახელები, ცნობადობა, პოპულარობა და სხვა.

სამოქალაქო განათლების პედაგოგების მიერ გამოყენებული მეთოდოლოგიის რამდენიმე მაგალითი:

  • მოსწავლეებმა განიხილეს საარჩევნო სუბიექტების პროგრამებში წარმოდგენილი მათთვის პრიორიტეტული საკითხები - თუ რა არის მათი აზრით ყველაზე აქტუალური პრობლემა ადგილობრივი თემისათვის და როგორაა ასახული პროგრამაში მათი მოგვარების გზები;
  • მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს გადაეცა საარჩევნო სუბიექტის პროგრამა . მოსწავლეებმა წარმოადგინეს საარჩევნო კანდიდატების პროგრამები, აქცენტები გააკეთეს პროგრამების ძლიერ მხარეებზე;
  • საარჩევნო კანდიდატებს შორის მოეწყო დებატები - იკამათების პროგრამების ძლიერ და სუსტ მხარეებზე;
  • მოსწავლეებმა ორგანიზება გაუკეთეს საარჩევნო კამპანიებს - ამომრჩევლებს (სკოლის მოსწავლეებს) გააცვნეს მათი საარჩევნო სუბიექტის პროგრამები;

პროექტში მონაწილე 75 სკოლამ არჩევნების ორგანიზების სხვადასხვა ფორმა აირჩია:

  • არჩევნები მოეწყო სკოლის ფოეში გაკვეთილებს შორის დასვენებებზე, სკოლის ყველა მოსწავლეს შეეძლო საარჩევნო ბიულეტინის მიღება და ხმის მიცემა. საარჩევნო სუბიექტების პროგრამები გამოფენილი იყო საარჩენო უბანთან;
  • ახალგაზრდული არჩევნები მოეწყო სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთ საკლასო ოთახში განთავსდა საარჩევნო უბანი, ყველა დაინტერესებულ მოსწავლეს მიეცა შესაძლებლობა ხმა მიეცა მისი რჩეული საარჩევნო სუბიექტის პროგრამისათვის;
  • იმიტირებული ახალგაზრდული არჩევნები მოეწყო სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე, მასში მონაწილეობის მიღება ნებაყოფილობითი იყო თითოეული მოსწავლისათვის;
  • ახალგაზრდული არჩევები მოეწყო სკოლის გარეთ, თემში არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში;
  • საერთო ჯამში საქართველოს 7000-მა 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა იმიტირებულ ახალგაზრდულ არჩევნებში. მონაწილეთა ყველაზე დიდი რაოდენოდა დაფიქსირდა თბილისსა და აჭარაში. თუმცა თბილისის მხოლოდ 5 სკოლაში მოეწყო არჩევნები, ეს სკოლები მოსწავლეთა მრავარიცხოვნებით გამოირჩევიან (რამაც განაპირობა თბილისში ახალგაზრდა ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა). აჭარის რეგიონში კი იმიტირებული ახალგაზრდუ არჩევნები მოეწყო 30 სკოლაში.
    მონაწილეთ გენდერული ბალანსი თითქმის თანაბარი იყო (52% გოგონა და 48% ვაჟი).

იმიტირებული ახალგაზრდული არჩევნების რამდენიმე სტატისტიკური მონაცემი:

  • ამომრჩეველთა 10% იყო დაწყებითი კლასების მოსწავლეე;
  • ამომრჩეველთა 40% - საბაზო სკოლის მოსწავლეები (10-15 წლის)
  • <liამომრჩეველთა 50 % - უფროსკლასელი მოსწავლეები (16-17 წლის)
იმიტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული არჩევნები - 2017

#

რეგიონი

 

მონაწილეთა საერთო რაოდენობა

სკოლა

გოგონა

ბიჭი

6-9 წლის

10-13 წლის

14-17 წლის

სუბიექტი A

სუბიექტი B

სუბიექტი C

სუბიექტი D

1

იმერეთი

835

9

424

407

11

267

558

147

232

361

106

2

მცხეთა-მთიანეთი

507

4

218

276

76

212

206

89

92

182

112

3

თბილისი

1375

5

768

589

223

632

520

424

334

428

149

4

ქვემო ქართლი

807

8

405

402

62

401

334

178

272

255

70

5

გურია

269

4

138

129

10

90

162

61

85

73

50

6

კახეთი

193

3

73

63

0

81

55

28

55

36

20

7

სამეგრელო

464

4

247

157

90

234

90

115

87

186

76

8

შიდა ქართლი

229

4

114

115

0

71

149

27

33

123

26

9

აჭარა

1995

30

975

955

184

627

118

490

588

469

307

10

სამცხე-ჯავახეთი

371

4

200

171

30

162

178

123

154

64

29

 

სულ

7005

75

3562

3264

686

2777

3370

1682

1932

2177

945

 

U18 Elections in Georgia

 

Go to top